წყარო: ენმ-ში შიდა არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმება ისედაც არსებობდა

09.11.22 13:10
წყარო: ენმ-ში შიდა არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმება ისედაც არსებობდა

დაპირისპირება ენმ-ში - ,,პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ შიდა არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმება, ისედაც არსებოდა და დღეს თორმეტის ნახევარზე პარტიში შიდა თათბირი იყო ჩანიშნული, თუმცა თათბირამდე ნახევარი საათით ადრე, პარტიის წევრების ნაწილმა განცხადება  გააკეთეს, რაც სხვებისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.

წყარო პარტიიდან ,,პირველებს" უყვება, რომ გუნდის შიგნით არსებობს ეჭვი და ინფორმაცია, რომ ეს პროცესი მართულია. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი რეგიონალური ლიდერებისა და ირაკლი ნადირაძის განცხადებების საპასუხოდ ,,პირველებთან" ამბობს, რომ თემაზე პარტიის შიგნით საუბარი აქტიურად მიმდინარეობდა. მინაშვილი აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების ინიციატივა სწორედ ნიკა მელიასგან მოდიოდა. 

მე ამ ადამიანების მხრიდან, ესე აქტიური პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით არ გამიგია. პირიქით, ყველაზე აქტიური, ვისაც სურდა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები, ოღონდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი. 

სააკაშვილი არის მთავარი პრიორიტეტი ამ პარტიისთვის დღეს. შესაბამისად, მას შემდეგ რაც იქნებოდა გადაწყვეტილი აღნიშნული საკითხი, ნიკა მელიას იდეა და ინიციატივა იყო ყველა დონეზე არჩევნების ჩატარება, ბუნებრივია, თავმჯდომარის არჩვენების ჩატარებაც იგულისხმებოდა“ -  აცხადებს აკაკი მინაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის"  ერთი ნაწილი პარტიის თავმჯდომარის ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

მსგავსი სიახლეები