რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს გირაო თვითონ - პაპუაშვილი მელიაზე

26.04.21 21:59
რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს გირაო თვითონ - პაპუაშვილი მელიაზე

"რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს გირაო თვითონ" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი, ნიკა მელიას წერილს, რომლის მიხედვითაც ის ევროკავშირის გირაოზე დათანხმდება, თუ ამნისტიის კანონპროექტს უკან გაიწვევენ. პაპუაშვილის თქმით, მელიას განცხადება შეთანხმების ჩაშლის მცდელობის ნაწილი იყო.

ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" გასული არიან ყოველგვარი რაციონალური დამოკიდებულებისგან. მათ ჩაეშალათ მთელი მცდელობა დესტრუქციის, ცდილობენ, შეთანხმება ჩაშალონ, ამის ნაწილია მელაის განცხადება, თუკი გირაოს თანხმდება, რაღას ელოდება, თავად გადაიხადოს. რა დამოკიდებულებაა, თუკი გირაოთი გამოსვლას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად," -თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები