არასწორ დროს, ძალიან არასწორი ფორმით გაკეთებული განცხადება - ბაჩო დოლიძე ნადირაძეს პასუხობს

09.11.22 13:24
 არასწორ დროს, ძალიან არასწორი ფორმით გაკეთებული განცხადება - ბაჩო დოლიძე ნადირაძეს პასუხობს

ირაკლი ნადირაძისა და რეგიონალური ლიდერების ნაწილის მოთხოვნას ,,ნაციონალურ მოძრაობაში" პასუხობენ.  ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ თანაპარტიელებმა მოთხოვნა არასწორ დროს და არასწორი ფორმით გააჟღერეს. 

,,ეს ყველაფერი გაკეთდა ძალიან არასწორ დროს და ძალიან არასწორი ფორმით, მაშინ როცა მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იმ პროცესებზე, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს. ამ დროს საუბარი თავმჯდომარეზე და სხვა აღმასრულებელ რგოლზე მიმაჩნია მე პირადად უადგილოდ და უდროოდ.

პირველ რიგში ნიკაა თანახმა, (ხელახალი არჩევნები ჩატარდეს) იმიტომ რომ, ეს ის პროცესია, როდესაც არავის უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ვიღაცა ებღაუჭება, რაღაც თანამდებობას“  - ამბობს ბაჩო დოლიძე.

,,ნაციონალური მოძრაობის"  ერთი ნაწილი პარტიის თავმჯდომარის ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

მსგავსი სიახლეები