ყველაფერს თავისი დრო, ადგილი და ფორმა აქვს - პასუხი ნადირაძეს

09.11.22 13:46
ყველაფერს თავისი დრო, ადგილი და ფორმა აქვს - პასუხი ნადირაძეს

"მოთხოვნა არასწორი ფორმითა და არასწორ დროს არის გაჟღერებული" - ენმ-ში ირაკლი ნადირაძისა და რეგიონალური ლიდერების ნაწილის მოთხოვნას პასუხობენ. 

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე აცხადებს, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხზე არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე საჯაროდ გაკეთდეს განცხადებები. 

ძალიან ბევრ საკითხში გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა და ძალიან ბევრ საკითში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშანავს იმას, რომ საჯაროდ გაკეთდეს ამაზე განცხადება - ეს არის სწორი, თორემ ჩვეულებრივი პროცესია აზრთა სხვადასხვაობა. ყველაფერში არ ვეთანხმები არც ნიკა მელიას და არც ნიკა მელია მეთანხმება  და ასეა ჩვენი პარტიის თითოეული წევრი“ - ამბობს ანი წითლიძე. 

სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ მისთვის ხელახალი არჩევნების მოთხოვნის ფორმა სრულიად მიუღებელია: 

ყველაფერს აქვს თავისი დრო, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. ჩემთვის სრულიად მიუღებელია აი ის ფორმა რა ფორმითაც დღეს მოხდა აი ეს ყველაფერი“,-  აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

,,ნაციონალური მოძრაობის"  ერთი ნაწილი პარტიის თავმჯდომარის ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

მსგავსი სიახლეები