არის თუ არა მართული დაპირისპირება ენმ-ში - ნიკა მელია კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს
არის თუ არა მართული დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში"? - პარტიის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. ჯერჯერობით უცნობია მისი გადაწყვეტილების შესახებაც.
ამ ფონზე კი მელიას მიმართ თანაგუნდელების პრეტენზიები სულ უფრო მწვავდება. პარტიის წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ გუნდი დეზორიენტირებულია და ახალ ლეგიტიმაციას საჭიროებს.
პროცესები გამწვავდა გარკვეულწილად და ეს ცალსახად მიმდინარე მოვლენებზეც აისახება, ამიტომ როდესაც შენი ამომრჩევლები, შენი მხარდამჭერები, პარტიის მხარდამწერები მყავს მხედველობაში, არიან დეზორიენტირებულები, მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ მიიღოს ახალი ლეგიტიმაცია, იმიტომ, რომ დღეს დეზიონტირებულია პარტიის ბიუროკრატიაც, ლიდერშიფიც, აპარატის თანამშრომლებიც, მხარდამჭერები და ასევე ჩვენი პოლიტიკური მხარდამჭერები, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე კი ამბობს, რომ პარტია საკადრო ცვლილებებს საჭიროებს, თუმცა ამან შიდაპარტიული დაპირისპირება არ უნდა შექმნას.
მიმაჩნია, რომ საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევნებიც უნდა ჩატარდეს და ეს არის სწორი და კარგი. უბრალოდ, აქ არის ის მოცემულობა, რაშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ფორსმაჟორში ვართ. მათ შორის შიდაპარტიულმა არჩევნებმა ორგანიზაებულობის ნაწილში არ უნდა შექმნას პარტიაშ პრობლემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედია, რომ ეს ყველას კარგად ესმის, - ამბობს ე გიორგი კირთაძე.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებაა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე, ითხოვს, პარტიაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს და ენმ-მ პარტიის თავმჯდომარე ხელახლა აირჩიოს. მისი თქმით, ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია.