ერთმანეთს დაერივნენ, არ ვიცი, რას ვერ იყოფენ - კახა კალაძე ენმ-ზე
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებით "ქართული ოცნება" კმაყოფილია. კახა კალაძის თქმით, ენმ-ში განუკითხაობაა და გავლენების მოსაპოვებლად ბრძლა მიმდინარეობს.
ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა. არ ვიცი, რას ვერ იყოფენ, თუმცა ეს მათი პარტიის შიდა თემებია და არ მინდა დეტალებში შევიდე, იმიტომ, რომ თემაც არ ვიცი და საინტერესოც არ არის. შესაბამისად, თუ რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“ , მელიას გააგდებს-არ გააგდებს, დატოვებს თანამ,დებობაზე, ეს მათი გადასაწყვეტია, - ამბობს კალაძე.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებაა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე, ითხოვს, პარტიაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს და ენმ-მ პარტიის თავმჯდომარე ხელახლა აირჩიოს. მისი თქმით, ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია.