ხმაური პარლამენტში - "ოცნება" ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ალტენატიულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს

09.11.22 16:00
ხმაური პარლამენტში - "ოცნება" ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ალტენატიულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს

პარლამენტში ანტიკურიფციული სააგენტოს შექმნის ალტენატიულ კანონპროექტზე მსჯელობა დაწყებულია. ინიციატივის ავტორი პარტია „ლელოა“.

„ლელოს“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ სხდომაზე მცირე კამათი მოჰყვა, რადგან მმართველი პარტიის დეპუტატებმა კითხვების დასმის ნაცვლად თქვეს, რომ მას მხარს არ დაუჭერენ, რადგან პარლამენტში უკვე პირველი მოსმენით მიღებულია მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი ანტიკურიფციული ბიუროს შექმნის შესახებ. სწორედ აქედან გამომდინარეობდა უკმაყოფილება, რომელიც დღეს ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდა. 

„ლელოს“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმთ, სახლმწიფოს წლებია ბევრი გამოუძიებელი საქმე დაუგროვდა და ანტიკურიფციული სააგენტოს შექმნა  აღნიშნულ საქმეებზე კომპაქტური შემოწმების შესაძლებლობას მისცემს.

ადამიანების თავზე წლობით კიდია რაღაცა და მიმდინარეობს გამოძიება. აქ შემოწმება იქნება კომპაქტური“. - თქვა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის პოზიცია სრულად გაიზიარა მისმა თანაგუნდელმა. სალომე სამადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ევროკავშირი შეფასებას გააკეთებს, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შეფასება იქნება უარყოფითი, რადგან მისი თქმით, ხელისუფლება ევროკავშირის მნიშვნელოვან მოთხოვნებს არ ასრულებს.

როდესაც შეფასებას გააკეთებს ევროკავშირი, რეალურად რა გააკეთა თქვენმა ხელისუფლებამ მისი მოთხოვნების შესასრულებლად, ნუ გაგიკვირდებათ, თუ უარყოფით შეფასებას მიიღებთ“ - აღნიშნა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილს მმართველი გუნდიდან გიორგი კახიანმა უპასუხა და თქვა, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ამაზე წინასწარ საუბარი არ ღირს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ამაზე წინასწარ ნუ ვისაუბრებთ. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამას და შეფასებაც იქნება პოზიტიური". - გნაცხადა კახიანმა.

ანტიკურიფციული სააგენტოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმაც. მისი თქმით, ქვეყანას ბევრად უფრო ეფექტური კანომდებლობის მიღება სჭირდება.

ქვეყანას სჭირდება, რომ მოქმედ, არსებულ სისტემასთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტური სისტემის შესახებ კანონმდებლობა მივიღოთ და მე ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი იძლევა ამის შესაძლებლობას და ამიტომაც უნდა დავუჭიროთ მხარი“. - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ოპოზიციური პარტია ბიუროს შექმნის აუცილობლობაზე წლებია საუბრობს და ამ პროექტს „ოცნების“ გარდა ყველა მხარს უჭერს. მმართველმა გუნდმა სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ისე, რომ ეს უწყება უფუნქციო იქნება.

მსგავსი სიახლეები