„ნაციონალურმა მოძრაობამ ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს" - იაგო ხვიჩია

09.11.22 16:18
„ნაციონალურმა მოძრაობამ ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს" - იაგო ხვიჩია

 იაგო ხვიჩია ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ "ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს" - განცხადება "გირჩის" ლიდერმა  ენმ-ში მიმდინარე პროცესების შეფასებისას გააკეთა. 

მისი  თქმით, ოპოზიციაშიც ტოქსიკური ურთიერთობებია: 

ჩემი აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა საერთოდ ფუნდამენტურ რეფორმებზე ან ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს,  რომ თავისუფალი სივრცე გაჩნდეს პოლიტიკური დისკუსიებისთვის და ახალი პოლიტიკური ბრძოლებისთის, თორემ ახლა ძალიან ტოქსიკურია ეს ურთიერთობა მთლიანად ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლებასთანაც, - თქვა ხვიჩიამ.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებაა.  "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე, ითხოვს, პარტიაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს და ენმ-მ პარტიის თავმჯდომარე ხელახლა აირჩიოს. მისი თქმით, ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია.   

 

მსგავსი სიახლეები