ოპოზიცია ხვალ პარლამენტში მივა, თუმცა ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირება არ მოხდება

26.04.21 22:15
ოპოზიცია ხვალ პარლამენტში მივა, თუმცა ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირება არ მოხდება

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულდა. მოლაპარაკებების შემდეგ "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხვალ პარლამენტში დარეგისტრირდებიან, შემდეგ კი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებს გააგრძელებენ.

ხვალ დავრეგისტრირდებით პარლამენტში იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ მან დატოვოს საპყრობილე. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამნისტიის აქტთან დაკავშირებით, რომ ვნახოთ, არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა, მაგრამ ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება," - აცხადებს ჯაფარიძე.