შეთანხმება შედგა - ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ამნისტია მაკო გომურის საქმეს არ შეეხება. სამნიძის განცხადებით, ამ საკითხზე ორივე მხარე შეთანხმდა.
ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს და ყველა იმ საქმეს, სადაც გვაქვს განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება. ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა...", - თავა სამნიძემ.
მისი თქმით, ხვალ ოპოზიცია და მმართველი გუნდი აღებულ ვალდებულებას შეასრულებს.
ვრეგისტრირდებით სესიაზე, რის შემდეგაც ვიხილავთ პირველ ნაბიჯს შესრულებულს და ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს გიორგი რურუას და ამის შემდგ იქნება სამუშაო შეხვედრები. დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რეგისტრირდება ერთი კანონი, ორი კანონპროექტი, თუ სად ვართ" - ამბობს სამნიძე.