"იარაღი ჩაუდეს, იატაკზე დნმ-ს ნიმუში აუღეს" - სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულის ცოლი

10.11.22 11:35
"იარაღი ჩაუდეს, იატაკზე დნმ-ს ნიმუში აუღეს" - სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულის ცოლი

სპეცოპერაცია გორის ქუჩაზე - "ტვ პირველმა" სპეცრაზმის მიერ დაკავებული ახალგაზრდა კაცის ცოლი ჩაწერა. სპარსული ენის თარჯიმანის ცოლი ადასტურებს, რომ მისი ქმარი სახელმწიფო უწყებაში ნამდვილად მუშაობდა, თუმცა სამსახური რამდენიმე თვის წინ დატოვა. 

ქალი ამბობს, რომ პოლიციამ დაკავებულს იარაღი ჩაუდო ასევე დაკავებულს ძალისმიერი მეთოდებით აუღეს დნმ-ს ნიმუში. 

იარაღი არ ქონია, ჩაუდეს. როცა შემოცვივდნენ გადაღება არ დაუწყიათ, დაადგეს იატაკზე, დნმ აუღეს და 15 წუთის შემდეგ გვამცნეს რაში იყო საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს გადაღება"- ამბობს ქალი. 

"პირველების" ინფორმაციით, დაკავებული ფერეიდნიდან 20 წლის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა.  

სპარსული ენის თარჯიმანი, რომელიც გორი ქუჩაძე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა სპერდანიშნულების რაზმმა გუშინ აიყვანა. 

მსგავსი სიახლეები