6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიცია დღეს პარლამენტში შევა

27.04.21 10:12
6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიცია დღეს პარლამენტში შევა

შარლ მიშელის დოკუმენტი -  6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში დღეს შევა. ოპოზიცია პარლამენტში დარეგისტრირდება, რის შემდეგაც  პრეზიდენტმა "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა, უნდა შეიწყალოს.

ცნობილია, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დღეს არ დარეგისტრირდება, რადგან მხარეები ვერ თანხმდებიან, ვის უნდა შეეხოს ამნისტია, ოპოზიცია იმ პოლიციელების გათავისუფლებას ეწინააღმდეგება, რომელსაც უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად.