წულუკიანი და ,,ოცნება" არიან საერთაშორისო თაღლითები, გადამგდებები - პაატა მანჯგალაძე
წულუკიანი და ,,ქართული ოცნება" საერთაშორისო თაღლითები და გადამგდებები არიან - ასე ეხმიანება ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, კულტურის მინისტრის სკანდალურ განცხადებას, სადაც თეა წულუკიანმა ევროპარლამენტი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა.
პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება" გაურიგდა რუსეთს, კრემლის დირექტივით კი მას აკრძალული აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაცია.
მინდა, მივმართო წულუკიანს და ,,ქართული ოცნების" თაღლითების კორპორაციას, ესენი არიან საერთაშორისო თაღლითები, გადამგდებები არიან. ახლაც იტყუებიან, თითქოს რეკომენდაციებს ასრულებენ, ბუტაფორიული ცვლილებები შემოიტანეს, უნდათ, რომ შემდეგ ევროპას, ევროპარლამენტარებს დააბრალონ ევროკავშირის სტატუსის ვერმიღება.
,,ქართულ ოცნებას" აკრძალული აქვს რუსეთთან გარიგების გამო, საქართველოს ღალატის გამო კანდიდატის სტატუსის მიღება და ევროპაში ინტეგრაცია.
ეს შეთქმულება არის სახეზე და თუ დღეს ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩვენ გაზაფხულზე ვნახავთ წინასწარ შეფასებას, რომ ეს ნამდვილად ასე და ,,ქართული ოცნება" ახდენს ჩვენი ევროპული გზის წინასწარ ტორპედირებას, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
თეა წულუკიანმა სამთავრობო ეთერში სტუმრობისას ევროპარლამენტი პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.