ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს.
კალაძე ამბობს, რომ გარკვეული ადამიანების დაჯგუფებას არ სურს ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის პატრიოტია.
ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ცხადია, გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, ვინც თითქოს საუბრობს, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარია, რეალურად ისინი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები არიან. მათ არ სურთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის პატრიოტია, რომელიც მოქალაქეებზე, ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს, სიმშვიდის შენარჩუნებაზე",- აღნიშნავს კალაძე.