ოცნებას პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის, მისი დატოვება ხელისუფლებაში არ შეიძლება - გიგა ბოკერია
პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის, "ოცნების" დატოვება ხელისუფლებაში არ შეიძლება - ასე აფასებს ,,ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ,,ქართული ოცნების" მიერ დაწყებულ ანტიდასავლურ კამპანიას.
გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება ერთის მხრივ ლანღავს ევროპას, მერეს მხრივ, კი აცხადებს, რომ დასავლეთისკენ მიისწრაფვის.
მინისტრისგან მოხდა პირდაპირ დემონიზება დასავლეთის, ევროპის, ანუ იმ წიაღის, რაც ჩვენი ბუნებრივი გარემოა. ასე უტიფრად მოტყუება ხალხის, თუ ასეთია ევროპა და ჩვენ მოკავშირეები ვართ, ბოროტი განზრახვა თუ აქვს ჩვენს წინააღმდეგ და ომი უნდა და ასე შემდეგ, მაშინ მეორე ხელით რატომ ატყუებენ ხალხს, რომ უნდათ, ჩვენ ევროპის ნაწილი ვიყოთ?
ვინც ასე ბოდვას იძახის, პირდაპირ პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის, რომ მისი დატოვება ხელისუფლებაში არ შეიძლება - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კულტურის მინისტრმა დღეს ევროპარლამენტარები ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა.