"რუსთავის აზოტის" თანამშრომლები გაიფიცნენ

27.04.21 10:29
"რუსთავის აზოტის" თანამშრომლები გაიფიცნენ

"რუსთავის აზოტის" 300-მდე თანამშრომლი გაიფიცა და აქციას მართავს. გაფიცულები დილიდან ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას ცდილობენ, თუმცა მათთან ამ დრომდე არავინ მისულა.

აქციის მონაწილეები ხელფასის მომატებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

"რუსთავის აზოტის" გაფიცული თანამშრომლები ეკონომიკის მინისტრს ტყუილში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, დაპირება მიიღეს, რომ თბოელექტროსადგურის გახსნის შემდეგ მათი ხელფასები 20%-ით გაიზრდებოდა, თუმცა ეს არავინ შეასრულა.