პარტიის თავმჯდომარის არჩევის წესი და თარიღი - "ნაციონალურ მოძრაობაში" კონსულტაციები მიმდინარეობს
პარტიის თავმჯდომარის არჩევის წესი და არჩევნების ჩატარების თარიღი - მოვლენების ეპიცენტრი "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისია. საგანგებო თათბირი პარტიაში უკვე ერთ საათზე მეტია გრძელდება.
შეხვედრას, სავარაუდოდ, ნიკა მელია უძღვება. ორად გაყოფილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შეკრებას მელიას მოწინააღმდეგეები არ ესწრებიან. ადგილზე არ გამოჩენილან ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ხატია დეკანოიძე და პეტრე ცისკარიშვილი.
ენმ-ს წევრმა გიორგი ბარამიძემ შეხვედრაზე შესვლამდე განსახილველ თემებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, პარტიული არჩევნები ისე უნდა ჩატარდეს, რომ მის სამართლიანობაში ეჭვი ვერავინ შეიტანოს.
ჩვენ ისეთი წესი უნდა გვქონდეს არჩევნების, რომლითაც რომ ჩავატარებთ არჩევნებს, არავის, ჩვენს არცერთ ნორმალურ და საღად მოაზროვნე წევრს თუ მხარდამჭერს, არც საზოგაოდების სხვა წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ არანაირი ეჭვი, ეს არჩვენები სამართლიანად დ ასწორად ჩატარდა თუ არა, - თქვა გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარტიაში ინფორმაცია რამდენიმე ადამიანზე ვრცელება. ცნობილია, რომ თავმდჯომარეობის სურვილი უკვე გამოთქვა გიორგი ჩალაძემ. არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს არც ლევან ხაბეიშვილი. ცნობილია ისიც, რომ პროცესში მონაწილეობით სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძეც დაინტერესებულია.