დღეს ,,ენმ"-ს და "ევროპული საქართველოს" მარცხის დღეა - დავით მათიკაშვილი

27.04.21 11:10
დღეს  ,,ენმ"-ს და "ევროპული საქართველოს" მარცხის დღეა - დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი,  ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლას  ,,ენმ"-ს და "ევროპული საქართველოს" მარცხის დღედ აფასებს. მათიკაშვილის თქმით, 2 ოპოზიციური პარტია მიღწეული შეთანხმების ჩაშლას ცდილობს.

პარლამენტი სრულფასოვნად განაახლებს თავის საქმიანობას, დღეს ასევე შეიძლება ითქვას, რომ არის "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" მარცხის დღე. დესქტრუქცია და ყველა მცდელობა, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო, ჩაიშალა. დღეს არის მცდელობა, რომ არ აღსრულდეს შეთანხმება, ეს პირდაპირ მომდინარეობს ამ პარტიიდან," - თქვა დავით მათიკაშვილმა. 

 შეგახსენებთ, რომ დღეს 6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შევა. დღესვე დაიწყება ხელმოწერილი შეთანხმების პუნქტების შესრულება. 

მსგავსი სიახლეები