მონა, უნამუსო, რატომ მიგვატოვეთ? - აქტივისტები ოპოზიციას ხმაურით დახვდნენ
პარლამენტთან ოპოზიციის გამოჩენას ხმაური და სიტყვიერი დაპირისრპირება მოჰყვა. საკანონმდებლო ორგანოსთან 20 ივნისის დაზარალებულები და აქტივისტები არიან მობილიზებულები და ინტერესდებიან, "რატომ მიატოვა აქტივისტები ოპოზიციამ".
"მონა, უნამუსო, რატო მიგვატოვეთ?" - ისმოდა აქციაზე ოპოზიციის მისამართით.
"ყველა ხართ არაკაცები. ნამუსის ძარღვი გაქვთ?" - მიმართა აქციის მონაწილემ "გირჩის" ერთ-ერთ ლიდერს, ვახო მეგრელიშვილს.
მეგრელიშვილმა მომხდარს ,,საბოტაჟი" უწოდა.