მელია გათავისუფლდება ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ვაშაძის თქმით, პირველ ეტაპზე პარლამენტში მხოლოდ შეთანხმების საკითხზე იმუშავებენ. ვაშაძე ამბობს, რომ ნიკა მელია ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ გათავისუფლდება.
ჩვენ დღესვე გვექნება სამუშაო შეხვედრა. გვინდა, რომ ინვენტარიზაცია გავაკეთოთ, რა არის დღეს პარლამენტში ინიცირებული, რომ რაც შეიძლება შეთანხმება სწრაფად შესრულდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამ ეტაპზე მხოლოდ იმ საკითხებზე, რასაც მოიცავს შეთანხმება, სხვა საკითხები უნდა გადავწიოთ, ნიკა მელია გათავისუფლდება ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ, სრულად მხარს ვუჭერ, რომ თუ სხვა მხარეები შეთანხმდებიან, რომ გირაო მისაღებია მათთვის, არც აქ არ გვაქვს პრობლემა," - ამბობს ვაშაძე.