არა ამნისტიას! - პროტესტი პარლამენტთან
შეთანხმების აქტის აღსრულება იწყება - საკანონმდებლო ორგანოში ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების ნაწილს ელოდებია. ნპარალელურად პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები და 20 ივნისის ღამეს დაზარალებული იკრიბებიან. ადგილზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნელებიც.
შეკრებილები პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებას აპროტესტებენ. ისინი სთხოვენ ოპოზიციას, არ დაუჭირონ მხარი დოკუმენტს, რომელიც ციხიდან ნიკა მელიას გამოშვებასთან ერთად აქციის დარბევაში მონაწილე სპერაზმელებსა და პოლიციელებსაც იხსნის პასუხისმგებლობისგან.
საპროტესტო აქციას 20 ივნისის სიხლიან ღამეს დაზარალებული მაკო გომურის და, მზიკო გომურიც, ესწრება. მისი თქმით, მაკოსთვის ახლა ბრძოლის მეორე ფრონტი გაიხსნა.
მაკოს პოზიცია აშკარააა. სოციალურ ქსელში აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. რთული იყო ნამდვილად, ფაქტობრივად, მეორე ფრონტი გაიხსნა მისთვის ამ შეთანხმების შედეგად, - ამბობს მზიკო გომური.
20 ივნისის დაზარალებული, ირაკლი ფავლენიშვილი, აცხადებს, რომ ამნისტიის კანონის მიღება დაუშვებლად მიაჩნია.
ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ არსებობს მეორე საქართველო, რომელიც არ ეგუება ანტოსაოკუპაციო აქციის ბრუტალურ დარბევას, სადამსჯელო ოპერაციის ლეგიტიმაციას. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ხელმოწერა ამნისტიაზე, რომელიც უკეთებს ამნისტიას კოლაბორაციაში და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ ხელმძღვანელობას, შსს-ს პირებს და უბრალო აღმსრულებლებს. არა ამნისტიას! - აცხადებს ფავლენიშვილი.
საპროტესტო აქციაზე იმყოფება კობა ლეთოდიანის შვილიც. კობა ლეთოდიანმა ერთი თვალი აფხაზეთის ომში, მეორე კი 20 ივნისის ღამეს დაკარგა, თუმცა დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს.
ნათია ლეთოდიანის თქმით, ამნისტიის კანონის დაინიცირება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელშ გავრილოვის მეორედ ჩაჯდომის ტოლფასია.
ჩვენთვის დღევანდელი დღე არის ბრძოლის მთავარი მოტივაციის განულება. დღეს თუ ეს კანონი დაინიცირდება და ოპოზიცია ამას ხელს მოაწერს და ხმას მისცემს, ფაქტობრივად, მეორედ ჩაჯდება გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინც მამაჩემს, მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს თვალები დასთხარეს, მოჯალათე პოლიციელების შეწყალება მოხდეს, - ამბობს ლეთოდიანი.
დღეს ოპოზიციის პარლამენტში შესვლისთანავე სალომე ზურაბიშივლი შეწყალების აქტს გამოსცემს და ციხიდან გიორგი რურუას გამოუშვებს. დღის ბოლომდე კი ამნისტიის კანონპროექტი დარეგისტრირდება, რომლითაც საპყრობილე ნიკა მელიამ უნდა დატოვოს.