"ოცნების" მეთოდები სახალხო პროტესტის ჩასახშობად - აქტივისტების თქმით, ხელისუფლებას ქუჩის აქციების ეშინია
"ოცნების" წარმოუდგენელი მეთოდები სახალხო პროტესტის ჩასახშობად - სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას და ივანიშვილს ყველაზე მეტად სწორედ ქუჩის პროტესტების ეშინიათ. საუბარია "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ რეზონანსულ სიუჟეტზე, საიდანაც ირკვევა, რომ სახალხო პროტესტის ჩასახშობად, ხელისუფლება მოქალაქეებს არა მხოლოდ უთვალთვალებდა, არამედ მაღაზიების დახლებიდან კარვებს და აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკას აქრობდა.
დადასტურდა ის, რომ „ქართული ოცნება“ არის ტოტალური კონტროლისკენ მოწოდებული ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით უკვე დევნის არა მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ აქტიურ ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს, არამედ მათ შეუძლიათ დევნოს ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი და მათ აუკრძალოს ისეთი ატრიბუტიკის გაყიდვა, რომელიც, შესაძლოა, მათ შორის, აქციებზე გამოიყენო. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს თუ რამის ეშინია, ეს არის ქუჩაში მდგომი ძალიან ბევრი ადამიანი, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკუშა ფარულავა.
კიდევ ერთი აქტივისტის, დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, ფაქტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ "მახინჯ" სისტემასტან ბრძოლაში სწორ გზაზე დგას.
მიუხედავად, რომ შეგუებული ვართ, რომ ეს ფაქტი მიღებულია „ქართული ოცნებისთვის“, მაინც რთული სანახავი იყო არა მარტო ჩემზე, არამედ ჩემს ოჯახის წევრებზეც რომ მიმდინარეობს თვალთვალი და მიყურადება, რამაც დამარწმუნა კიდევ ერთხელ იმაში, რომ ვდგავარ სწორ გზაზე ამ მახინჯ სისტემასთან ბრძოლაში, რადგან ყველა ადამიანს ესენი საფრთხედ აღიქვამენ, ვისაც ბიძინა ივანიშვილის საფრთხედ აღიქვამენ. მინდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ უკანონობას ჩადის, რომ მოვა დრო და აკანონის წინაშე მათ მოუწევთ პასუხისგება, - ამბობს ბიძინაშვილი.