სუსი "ოცნების" და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურად გადაიქცა - პაატა მანჯგალაძე
სუსი "ოცნების" და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურად გადაიქცა, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე სუსის მცდელობებს ჩაახშოს სახალხო პროტესტი. საუბარია "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სიუჟეტზე საიდანაც ირკვევა, რომ სახალხო პროტესტის ჩასახშობად, ხელისუფლება მოქალაქეებს არა მხოლოდ უთვალთვალებდა, არამედ მაღაზიების დახლებიდან კარვებს და აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკას აქრობდა.
სუსს იყენებენ არა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, რაც ნამდვილად მისი ფუნქციაა, არამედ გადაიქცა „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სამსახურად, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურად და ბუნებრივია, მას იყენებენ არა სახელმწიფოებრივად, არამედ პირადი კომფორტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, - ამბობს მანჯგალაძე.