ჩვენი ვალია, რომ ეს დოკუმენტი აღსრულდეს - მამუკა ხაზარაძე

27.04.21 11:32
ჩვენი ვალია, რომ ეს დოკუმენტი აღსრულდეს - მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, თანაპარტიელებთან ერთად ცოტა ხნის წინ პარლამენტში მივიდა. ხაზარაძის თქმით, პარლამენტში შესული ოპოზიცია მიღწეული  შეთანხმების პუნქტების შესასრულებლად იმუშავებს. 

6 თვიანი ბოიკოტის შედეგად ჩვენ მივიღეთ მიშელის დოკუმენტი საკმაოდ დიდი შრომის და წვალების შედეგად, რადგან ეს დოკუმენტი შეიქმნა, ეხლა ჩვენი ვალია, რომ ეს დოკუმენტი აღსრულდეს, იმისთვის რომ ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტპატიმრები, არ იყოს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ისეთი კანონი მივიღოთ, რომელიც გამორიცხავს ხმების მიტაცებას, ქვეყანა არის სერიოზულ კრიზისში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იქნება ქვეყანამ დაიწყოს გადატვირთვა, " - ამბობს ხაზარაძე.

პლენარული სესია პარლამენტში, 12:00 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები