ჩემი დიდი სურვილია, აღდგომის დღესასწაულს მელია საკუთარ სახლში შეხვდეს - სამადაშვილი
"ჩემი ძალიან დიდი სურვილია, აღდგომის დღესასწაულს, გიორგი რურუასთან ერთად ნიკა მელიაც საკუთარ სახლში შეხვდეს"- ამის შესახებ პარლამენტში მისულმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი აპირებს, დღეს, ან ხვალ ნიკა მელიას ციხეში შეხვდეს.
იმედი მაქვს, ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მსურს, რომ მათი დეპუტაცია სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში," - თქვა სალომე სამადაშვილმა.