ე.წ. საზღვრის კვეთის საქმე - საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის საქმის განხილვა იწყება
ე.წ. საზღვრის კვეთის საქმე - საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა იწყება. ადვოკატები პროცესზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მათთვის გადაცემას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. საუბარია ეპიზოდზე, რომელიც"ვივა-მედში" შეყვანიდან დღევანდელამდე არსებულ ვითარებას ასახავს.
განსასჯელის სკამზე დღეს მიხეილ სააკაშვილი ვერ იჯდება. მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაა. გამორიცხული არ არის, რომ პროკურორებმა, წინა შემთხვევების მსგავსად, დღესაც "ვივა-მედში" გასვლითი სხდომა მოითხოვონ.
აღნიშნულ პროცესზე მიხეილ სააკაშვილი სამწუხაროდ, კვლავ ვერ მოახერხებს გამოცხადებას, ისევ და ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო. არ ვიცი დღევანდელ სასამართლო პროცესზე რა პოზიცია ექნება ბრალდებას და სასამართლოს, იმიტომ, რომ გვახსოვს შემთხვევები, როცა მათ უცდიათ ფორსირებულად პროცესის ჩატარება, დასრულება საქმის განხილვის. დღევანდელ სხდომაზე რა მიდგომას აირჩევენ, ეს მათზეა დამოკიდებული, თუმცა ობიექტურად მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია ამ პირობებში ჩვენების მიცემა სასამართლოსთის და წესით დ ა რიგირთ ეს სხდომა უნდა გადაიდოს, - ამბობს ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.
ცნობილი ხდება ასევე, რომ სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო. "ვივა-მედის" კლინიკურმა დირექტორმა "პირველებს" აცნობა, რომ კონსილიუმის გაფართოებული შეხვედრა ხვალ გაიმართება.