ბრიუსელში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან - საქართველოსთან დაკავშირებით ოპოზიციას პოზიტიური მოლოდინები არ აქვს

15.10.26 11:45
ბრიუსელში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან - საქართველოსთან დაკავშირებით ოპოზიციას პოზიტიური მოლოდინები არ აქვს

საქართველო ევროკავშირის მიღმა - ამ წუთებში ბრიუსელში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან. ჯერჯერობით უცნობია,  რა განცხადებები გაკეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ არაფერს პოზიტიურს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე, “ოცნების“ ბოლოდროინდელი ნაბიჯების გათვალისწინებით, არ ელოდებიან.

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი  ლიდერი, გრიგოლ გეგელია დარწმუნებულია, რომ “ოცნების“ ბოლოდროინდელ ქმედებებზე ევროპულ კავშირს და სრულიად ცივილიზებულ სამყაროს ექნება ამაზე ადეკვატური და ბევრად უფრო ხისტი და მკაცრი პასუხი, ვიდრე რომელიმე “ქოცს“ წარმოუდგენია.

ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების“ რეჟიმი პირდაპირ, ფორსირებულად, ახორციელებს საქართველოს დემოკრატიის საბოლოო მარცვლების მოსპობას და ამ ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებას და რა თქმა უნდა, ევროპულ კავშირს და სრულიად ცივილიზებულ სამყაროს ექნება ამაზე ადეკვატური და ბევრად უფრო ხისტი და მკაცრი პასუხი, ვიდრე რომელიმე “ქოცს“ წარმოუდგენია. ჩვენ ყველამ ძლიან კარგად ვიცით, რომ “ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთს და დღეს, საკუთარი მოქმედებით და ამ ფორსირებული კამპანიით მთელ მსოფლიოს ეუბენბა, რომ მისი მიზანია, ერთპარტიული, რუსული, კორუპმირებული ჭაობი. ამ ყველაფერს მოყვება შესაბამისი შეფასება და შესაბამისი მოქმედება - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

პოზიტიური მოლოდინები არ აქვს ენმ-ის ლიდერს, ხატია დეკანოიძეს. 

ივანიშვილმა რუსული დავალებით გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიეცა ის დავალება, რაც გულისხმობს პარტიების აკრძალვას. ეს ნიშნავს, დემოკრატიის გაუქმებას, მილიონნახევარი ქართველისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილოების უფლების ჩამორთმევას. შესაბამისად, მოლოდინებზე საუბარი, იმაზე რომ რაიმე სახის პოზიტიური დღის წესრიგი შეიძლება საქართველოდან წავიდეს იანვრისთვის საბჭოს სხდომაზე, რა თქმა უნდა, სრულიად არარსებული მოცემულობაა, - ამბობს დეკანოიძე. 

კოალიცია “ცვლილებისთვის“ წევრი, გიგა ლემონჯავა კი დარწმუნებულია, რომ გზავნილები იქნება ძალიან მკაფიო.

ევროპული საბჭო არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების შეკრება, რომელსაც საქართველო ისედაც მძიმე ვითარებაში უნდა შეხვედროდა, მაგრამა ხლა ხვდება თვისობრივად დამძიმებულ გარემოში, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ამ ფორსირებულ პროცესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველასთვის ევროპაში, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის ავტორიტარული განაცხადი ერთი რეგისტრით მაღლა. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, მათი განცხადებებიც იქნება შესაბამისი, არ ველოდები, რომ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ამ შეკრებისას, მაგრამ გზავნილები იქნება ძალიან მკაფიო, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკომისიის ანაგრიში, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება, ეს ყველაფერი ჯეროვნად აისახება, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ცნობილია, რომ 15-16 ნოემბერს, ბრუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი გაიმართება. ოფიციალურ ვებ გვერდზე ნათქვამია რომ, სიტყვით გამოვლენ ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიუ კოშტა, მარტა კოსი, კაია კალასი და წევრი ქვეყნების წარმომადგენელები. სპიკერებს შორის არიან კანდიდატი ქვეყნების ლიდერებიც მოლდოვადან, უკრაინიდან, მონტენეგროსა და ალბანეთიდან.