"პირველების" ინფორმაციით, ენმ-ს წევრების ნაწილი ლევან ბეჟაშვილს არწმუნებს, პარტიის თავმჯდომარეობაზე იბრძოლოს
დათანხმდება თუ არა ლევან ბეჟაშვილი, კენჭი იყაროს შიდა პარტიულ არჩევნებში? "პირველების" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი ბეჟაშვილს არწმუნებს დაიკავოს ნიკა მელიას თანამდებობა და პარტიას ყველაზე კრიზისულ მომენტში უხელმძღვანელოს. ბეჟაშვილი ამ ეტაპზე უარზეა.
"ნაციონალური მოძრაობის" ახალ თავმჯდომარეს ელექტრონულად აირჩევენ, მაგრამ მანამდე თითოეულმა კანდიდატმა პოლიტსაბჭოს მინიმუმ სამი წევრის მხარდაჭერა უნდა მოიპოვეს.
პარტიის წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე, ამბობს, რომ "რაც უფრო მეტი კანდიდატი შემოიტანს განცხადებას ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობაზე, ეს იქნება უფრო კარგი".
მე მივესალმები ნებისმიერ ადამიანს ,,ნაციონალური მოძრაობიდან", ვინც გამოთქვამს სურვილს, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს გააძლიერებს შიდა დემოკრატიულ პროცესს, გააძლიერებს ,,ნაციონალურ მოძრაობას" - თქვა წითლიძემ.
თემურ ჯანაშიაც მათ რიგებშია, ვინც თვლის, რომ პარტიაში ხელახალი არჩევნების ჩატარება საჭიროა.
პარტიაში საჭიროა ახალი არჩევნები, ეს იქნება არსებულის ლეგიტიმაციის ტესტის გავლა თუ მისი ჩანაცვლება სხვა ხელმძღვანელით... კანდიდატების მიხედვით ვიმსჯელებ, ვის დავუჭირო მხარი"- თქვა ჯანაშიამ.