გადაუვადებენ თუ არა სააკაშვილს სასჯელს - კალაძე ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება ბრეგაძის უწყებამ უნდა მიიღოს
გადაუვადებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასჯელს - კახა კალაძე ირწმუნება, რომ გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტრო მიიღებს. დედაქალაქის მერი ხელს რატი ბრეგაძისკენ იშვერს და ამბობს, რომ სწორედ მისი უწყებაა პასუხისმგებელი ყველა პატიმრის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
სააკაშვილი იმყოფება ციხეში, იხდის სასჯელს და არის შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პატიმრის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას. პარტია არაფერ შუაში არ არის, შესაბამისი უწყება მიიღებს ყველა პატიმართან მიმართებაში შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც არის აუცილებელი პატიმრის ჯანმრთელობიდან და სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, - თქვა კალაძემ.