,,ნაციონალურ მოძრაობაში" დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ - მიხეილ სარჯველაძე
"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ"
მეტიც, მისივე მტკიცებით, "რეზულტატი, რომელიც დგება, ენმ-ს ფიასკოა".
საუბრობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნას შეძლებდნენ, საუბრობდნენ ცხელ შემოდგომაზე, აქაც ვიღაცა საბოტაჟზე საუბრობდა და ეს დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ.
ეს არის რეალურად მოცემულობა, რაც გვაქვს. იმდენად მწვავედ განიცდიან საზოგადოებისთვის შეთავაზებული მცდარი პოლიტიკის კრახს და მარცხს მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ფაქტია, რეალურად აღარ დარჩათ რესურსი, რომ შენიღბონ არსებული პრობლემები პარტიის შიგნით,“ - განაცხადა სარჯველაძემ.