მიხეილ სააკაშვილს ახალი გამოკვლევებისთვის ამზადებენ - მესამე პრეზიდენტს დღეს 4 ექიმი მოინახულებს

14.11.22 15:20
მიხეილ სააკაშვილს ახალი გამოკვლევებისთვის ამზადებენ - მესამე პრეზიდენტს დღეს 4 ექიმი მოინახულებს

მიხეილ სააკაშვილს ახალი გამოკვლევებისთვის ამზადებენ. დღეს მესამე პრეზიდენტთან ოთხი ექიმი შევა, მათ შორის, ფთიზიატრი. არსებობს ეჭვი, რომ სააკაშვილს ტუბერკულოზი აქვს და საბოლოო დიაგნოზი დღეს უნდა დაუსვან. 

გადაქყვეტილება "ვივა-მედში" ამს შემდეგ მიიღეს, რას რესპუბლიკური საავადმყოფოდან გამოკვლევების შედეგები მიიღეს. ირკვევა, რომ მაგნიტო-რეზონანსულმა კვლევამ ძვალზე ცვლილებები აჩვენა, თუმცა რა სიმძიმისაა აღნიშNული ცვლილებები "ვივა-მედის" კლინიკურ დირექტორს არ ამბობს. ამასთან, ზურაბ ჩხაიძე "პირველებთან" გადჭრით ვერ ამბობს, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულოზი. 

დღეს მიმდინარეობს სპეციალისტების მიერ ნახვა პაციენტის, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების მიერ. ეს არის ნევროლოგი, ეს არის ზოგადი თერაპევტი, ეს არის ფთიზიატრ-ტრავმატოლოგი... კონსულტირება კიდევ ერთხელ, თუ რაიმე დამატებითი კვლევა ალბათ გამოისახება დღეს რა დაგვჭირდება. არის იქ ცვლილებები სხვადასხვა სახის. სანამ მიმდინარეობს სპეციალისტების ნახვა ჯერ კიდევ, გადაჭრით ვერაფერს ვამბობ, - ამბობს ზურაბ ჩხაიძე. 

 

მსგავსი სიახლეები