ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა - "ლელო" მიიჩნევს, რომ ახალ ორგანოს საგამოძიებო ფუნქცია უნდა ჰქონდეს

14.11.22 15:49
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა - "ლელო" მიიჩნევს, რომ ახალ ორგანოს საგამოძიებო ფუნქცია უნდა ჰქონდეს

ვინ დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს  -  "ლელო" ითხოვს, რომ  ახალ ორგანოს საგამოძიებო ფუნქცია  ჰქონდეს. ახალი კანონპროექტი ოპოზიციურმა პარტიამ  იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაიტანა. 

ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ უწყების უფროსი დეპუტატებმა უნდა შეარჩიონ და არა  ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კორუფციაში არაერთხელ იქნა მხილებული.  "ლელოში" აცხადებენ, რომ ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ანტიკორუფციული სააგენტოს გარეშე ვერ მოხდება.

ჩვენ ეს კანონპროექტი მოვამზადეთ და მთლიანად მისი შინაარსი ეფუძნება ევროკავშირის მიერ დოკუმენტში განმარტებულ ხარვეზებს, რაც დღეს არ აქვს საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. საქართველოს აქვს კორუფციული საქმეების გამოძიების პრობლემა, საქართველოს აქვს მარალი დონის კორუფციის პრობლემა. საქართელოს არ აქვს იმ ტიპის დამატებითი რგოლების შექმნის პრობლემა, რომელსაც ამ კანონპროექტით „ოცნება“ აპირებს, - ამბობს „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია არ არსებობს. აქედან აგმომდინარე, ისინი ვერ ხედავენ ისეთი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რომლი მთავარი ფუნქციაც ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა იქნება. 

 

მსგავსი სიახლეები