რა პროცედურებით ჩატარდება ,,ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის არჩევნები? - პარტიის ოფისში მსჯელობა დაიწყება
რა პროცედურებით ჩატარდება ,,ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის არჩევნები? - აღნიშნულ საკითხზე პარტიის ოფისში რიგით მეორე სხდომაზე იმსჯელებენ.
რადგან არჩევნები ელექტრონულად სოციალურ ქსელში ჩატარდება, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას მოსაფიქრებელი აქვს მექანიზმები, რითიც მისი შედეგების გაყალბება თავიდან უნდა აიცილოს. საუბარია ხმის მიცემის პროცესისგან ტროლ-ბოტების ჩამოშორებაზე.
გადაწყვეტილია არჩევნების ჩატარება ელექტრონული წესით. ვინც იქნება დარეგისტრირებული, ვისაც ექნება სურვილი, მათი წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. ამ ეტაპზე შიდა პარტიული სამუშაოებია ჩასატარებელი.
ბევრ ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი, არავის ვზღუდავთ. ვინც თვლის, რომ მზადაა იმ პროცესებისთვის, რაც პარტიას ელოდება ახლო მომავალში, პირველ რიგში ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ტყვეობიდან, - ამბობს ბაჩო დოლიძე ენმ-ს საორგანიზაციო მდივანი.
ენმ-ს მთავარ ოფისში მისვლას გეგმავს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მულაძის, წარმომადგენელი, ალიკა კუპრავა. ის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არ არის, მაგრამ ამბობს, რომ ექნება კომუნიკაცია პარტიის ხელმძღვანელობასთან.
,,ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში სხდომა 17:00 საათზეა ჩანისნული. პროცესს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, ხელმძღვანელობს.