ე.წ. საზღვრის კვეთის საქმე - ადვოკატები ეჭვობენ, რომ მოსამართლე განაჩენს სააკაშვილის გარეშე გამოაცხადებს

14.11.22 15:26
ე.წ. საზღვრის კვეთის საქმე - ადვოკატები ეჭვობენ, რომ მოსამართლე განაჩენს სააკაშვილის გარეშე გამოაცხადებს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ეჭვობენ, რომ ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მოსამართლე ჩახნაშვილი განაჩენს, დიდი ალბათობით, ბრალდებულის  გარეშე გამოაცხადებს. ამის საფუძველს ინტერესების დამცველებს ის გარემოება უჩენს, რომ უკვე მესამე პროცესია მოსამართლე ჩახნაშვილი მხოლოდ პენიტენციური სამსახურის პოზიციას ასაჯაროვებს, "ვივა-მედს"  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ არაფერს ეკითხებიან.  

ე.წ. საზღვირს კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 

ისე დაასრულა პროცესი მოსამართლემ, რომ ერთი სიტყვაც კი არ გვათქმევინა დაცვის მხარეს, მითუმეტეს სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გვქონდა წარსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტაციაც მოსამართლისთვის. ფაქტი არის ის, რომ, როგორც ჩანს, მათ არ აწყობთ საქმეში მოხვდეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს რეალურად და ობიექტურად არ აქვს შესაძლებლობა ჩვენების მიცემის. ამის შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ერთ0ერთ მომდევნო სხდომაზე სასამართლომ შეიძლება თქვას, რომ სამედიცინო დოკუემნტაციის არარსებობის გამო, მიხეილ სააკაშვილის მიერ პროცესზე გამოუცხადებლობა არ არის საპატიო და ტქვას, რომ უარს ამბობს სააკაშვილი ჩვენებაზე და ამით დაასრულოს საქმის განხილვა, - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა

მსგავსი სიახლეები