ხელისუფლების წარმომადგენლები რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდით არიან დაკავებულნი - ანა ნაცვლიშვილი
"ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ირაკლი ზარქუას მანიპულაციურ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა რუსული ნარატივი გააჟღერა.
ეს ნარატივი ახალი არ არის. ამ ტიპის ნარატივს წლებია უკვე ავრცელებს რუსული დეზინფორმაციული მანქანა, რომელიც ვერ ამბობს, რომ რუსეთი კარგია, ამიტომ ამბობს, რომ რუსეთი კი ცუდია, მაგრამ დასავლეთიც ჩვენნაირია, ეს არის დეზინფორმაციის მთავარი ხაზი უკვე მრავალი წელია. ვფიქრობ, სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევაა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდით არიან დაკავებულნი" - აცხადებს დეპუტატი.
მანიპულაციური განცხადება დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა და თქვა, რომ კენჭისყრაში გარდაცვლილი კანდიდატი მონაწილეობდა.
მეტიც, ზარქუას განცხადებით შტატებში შუალედური არჩევნები დაშინების, ტერორის და მოსყიდვის ფონზე მიმდინარეობდა.