საჭიროა, ვაჩვენოთ ოპოზიციას რას ნიშნავს რეალური დემოკრატია - თალაკვაძე
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კიდევ ერთხელ განმარტავს მისი თანამდებობის დატოვების მიზეზებს. თალაკვაძის თქმით, მისი წასვლით ოპოზიციას დემოკრატიის მაგალითი აჩვენა.
მე განვმარტე არაერთხელ მითქვამს, რომ შეთანხმების დასრულებისთანავე საჭირო იქნებოდა ჩემი წასვლა ამ პოსტიდან, საჭიროა გუნდის გაძლიერება, საჭიროა ვაჩვენოთ ოპოზიციას რას ნიშნავს რეალური დემოკრატია და რეფორმები რომელიც ამ პარლამენტში გავაკეთეთ, ოპოზიციამ ვერ აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე და გადავიდა ბოიკოტის რეჟიმზე და ამ რეფორმების გატარება ჩვენ მოგვიწია. ყველა ხედავთ, რომ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმებით, გვაქვს წარმომადგენლობითი პარლამენტი, სადაც ოპოზიციურ პარტიებს აქვთ საშუალება იკამათონ, საკუთარი ხედვები წარმოადგინონ. დღეს ყველა ხედავთ რომ პოლიტიკური პროცესი ბრუნდება ნორმალურ კალაპოტში," - ამბობს თალაკვაძე.