"არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ეგაა" - რას ფიქრობს სააკაშვილი ენმ-ში ცვლილებებზე
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებული ცვლილებები მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელმა კობა ნაყოფიამ "ვივა-მედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებული ბუნტი ნაჩქარევი იყო, რადგან ახლა ხელისუფლების შეცვლის დროა და არა "ნაიოცნალური მოძრაობის".
მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. აი, ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ეგ არის. მიხეილ სააკაშვილს არასდროს მიაჩნდა, რომ... ჩვენი ენერგია, ძალა, ახლა უნდა იყოს მიმართული სხვა საკითხებთან მიმართებაში ანუ ჩვენ ახლა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა „ნაციონალური მოძრაობა“. ვიხილეთ, ცალკე ჩატარებული ბრიფინგი, რომლის შესახებაც არც მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ არაფერი ვიცოდი, ისევე, როგორც პარტიის თავმდჯომარემ არაფერი იცოდა. სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. მოდით, დაველოდოთ მოვლენებს... მე ბევრ ოფიციალურ ვერსიას ვისმენ, მაგრამ საქმე ცოტა სხვა რამეშია. სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა იჩქარეს. არ მიმაჩნია, რომ მან (მელიამ) ამოწურა თავის თავი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, - თქვა ნაყოფიამ.