გაშიფრეს თუ არა ბოლო წლებში თუნდაც ერთი რუსი აგენტი? - კონტრდაზვერვის შეფი დუმს

14.11.22 17:33
გაშიფრეს თუ არა ბოლო წლებში თუნდაც ერთი რუსი აგენტი? - კონტრდაზვერვის შეფი დუმს

რა ღონისძიებები ტარდება საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის? როგორ ფილტრავს ქვეყანაში შემოსულ ნაკადებს სუსი? - ამ და სხვა კითხვაზე პასუხის მიღებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის  დეპუტატები  დღეს დაზვერვის სამსახურის შეფისგან ცდილობდნენ.

შალვა ლომიძემ ყველა ეს შეკითხვა დღეს უპასუხოდ დატოვა.  დეპუტატებს აინტერესებდათ,  გაშიფრეს  თუ არა ბოლო წლებში  თუნდაც ერთი რუსი აგენტი. თავდაცვის კომიტეტის სხდომა ისე დასრულდა, რომ ვერავინ გაიგო, რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით.

კომიტეტის სხდომიდან გამოსული დაზვერვის შეფი ჟურნალისტების კითხვებს გაექცა. განმარტება მხოლოდ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, სცადა.

არანაირ უკონტროლო შემოდინებას ადგილი არა აქვს. რომ გადახედოთ სტატისტიკურ მონაცემებს, არანაირ მატებას ადგილი არ აქვს. საქართველოს შესაბამისი უწყებები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. ვინც ჩვენი ქვეყნისთვის მომატებული საფრთხის შერმცველები არიან, ერ ახერხებენ ჩვენთან შემოსვლას.

სადაზვერვო საქმიანობის ეფეტურობა არ იზომება მაინცდამაინც აგენტების საჯაროდ მხილებითა და შოუების დადგმით. ეს იზომება საფრთხის შემცველი ოპერატიული პირების კონტროლით, მათი საქმიანობის სესახებ ოპერატიული მასალების მოპოვებით, მათი საქმიანობის ხელშეშლითა და ჩაშლით. - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. 

მსგავსი სიახლეები