"ეჭვი აქვთ ძვლის ტუბერკულოზზე" - გიორგი სააკაშვილი მესამე პრეზიდენტზე
მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა, ძვლის ტუბერკულოზი ჰქონდეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მისმა ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულს მედიკოსები ეჭვობენ.
ამასთან , სააკაშვილის ძმა ამბობს, რომ მძიმე დიაგნოზის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას მოითხოვენ.
ზუსტი მიზეზი ვერ დაადგინეს რესპუბლიკურ საავადმყოფოშ, ამიტომ, როდესაც დააბრუნეს „ვივა-მედში“, კიდევ დამატებით ჩაუტარდა ტომოგრაფია, სახსრის ტომოგრაფია, იმიტომ, რომ ეჭვია ძვლის ტუბერკულოზზე, რაც კატასტროფის ტოლფასია. მივმართავთ, რა თქმა უნდა, სასამართლოს, რაც შეიძლება მალე, რომ მოვითხოვოთ სასჯელის გადავადება ან თუ ისეთი დიაგნოზები აღენიშნა, შეიძლება საერთოდ მოვითხოვოთ პირდაპირ გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ეს ჯერ დამოკიდებულია ექსპერტების დასკვნაზე, - ამბოლბს პრეზიდენტის ძმა.