სააკაშვილი ფიქრობს, რომ ბიბლიოთეკა არ არის ის ადგილი, სადაც ენმ-ს შიდა არჩევნებზე განცხადებები უნდა კეთდებოდეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ბიბლიოთეკა არ არის ის ადგილი, სადაც ენმ-ს შიდა არჩევნებზე განცხადებები უნდა კეთდებოდეს.
ამის შესახებ პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ "ვივა მედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ჩემთან „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე არ უსაუბრია. ერთადერთი აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც უნდა იღებდნენ მსგავს გადაწყვეტილებებს, რადგანაც ამისთვის ოფისები არსებობს" - თქვა გიული ალასანიამ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ.
ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.
ნადირაძის საპასუხოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ამ დროისთვის საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.