იმედი გვაქვს, ხელისუფლების მხრიდან შეთანხმება არ დაირღვევა - ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

27.04.21 11:48
იმედი გვაქვს,  ხელისუფლების მხრიდან შეთანხმება არ დაირღვევა - ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი საზოგადოებას ერთობლივი განცხადებით მიმართავს. ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ისტორიაში ახალი ფურცლის გადაშლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური მართლსამჯულება უნდა დასრულდეს. ოპონენტები იმედს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლება შეთანხმების აქტის ყველა პუნქტს ზედმიწევნით შეასრულებს. 

დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით. ჩვენს ქვეყანაში ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება, უნდა აღვუდგინოთ ქართველ ხალს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით და ეს შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწრეთ და რომლის განსახირციელებლადაც მოვედით საკანონმდებლო ორგანოში, ეს შეთანხმება არის მართლაც გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების როგორც ყველა პუნქტი, ასევე, მისი სულისკვეთება არ დაირღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, - აცხადებს ოპოზიცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი, რომელმაც შეთანხმების აქტს დამოუკიდებლად მოაწერა ხელი, იმედს იტოვებს, რომ დღეს ციხეს გიორგი რურუა, ხოლო უახლოეს დღეებში ნიკა მელია დატოვებს. 

მე მინდა ასევე, გამოვთქვა იმედი, კონკრეტულად დღეს ჩვენ უკვე ვნახავთ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას და უახლოეს დღეებში იმედი მაქვს, რომა სევე ვნახავთ გათავისუფლებულ ნიკა მელიას, რაც შესაძლებლობას მისცეს სრულ ოპოზიციურ სპექტრს, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას, - აცხადებს სამადაშვილი.   
 

მსგავსი სიახლეები