"ეს არის ჭორი" - თალაკვაძე მერობის კანდიდატობას გამორიცხავს

27.04.21 11:52
"ეს არის ჭორი" - თალაკვაძე მერობის კანდიდატობას გამორიცხავს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალკვაძე, უარყოფს, რომ ის შესაძლოა, მერობის კანდიდატი გახდეს. თალაკვაძის თქმით, "ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე იქნება. 

თითქოს მე მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას, ეს არის მიზანმიმართული ჭორი, მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია, დარწმუნებული ვარ, თბილისში ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს, რომ  იხილოს კახა კალაძე მომავალშიც, ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, რომ კალაძესთან ერთად ჩვენ გუნდს დიდი გამარჯვება ელოდება" - ამბობს თალაკვაძე. 

მსგავსი სიახლეები