ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოშია - პრემიერს პასუხების გაცემა რთულ კითხვებზე მოუწევს

15.11.22 11:33
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოშია - პრემიერს პასუხების გაცემა რთულ კითხვებზე მოუწევს

ოლივერ ვარჰეის ვიზიტი ოფიალურად იწყება. ევროკომისარის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა.  მას ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა.  მას შემდეგ, რცა საქართველომ კითხვარი მიიღო, ეს ევროპელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია საქრთველოში.

ოლივრ ვარჰეი პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს. საქართველოს პრემიერს ევოკომისართან პირისპირ შეხვედრის დროს პასუხების გაცემა მძიმე კითხვებზე მოუწევს: რატომ ასრულებს ხელისუფლება პირობებს ფასადურად,  რატომ ჰყავს ქვეყნას პოლიტიკური პატიმრები და რატომ  არ აპირებს "ოცნება" ივანიშვილს არაფორმალურ გავლენებზე უარის თქმა.

უკვე დაანოსნბეულია, რომ პრემიერის გარდა ევროკომისარი  პრეზიდენტს და ოპოზიციასაც შეხვდება. 

დღეს ჩვენ გვაქვს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი. ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ივლისშ ევროპული პერსპექტივა მიიღო. არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი: პირველი არის 12 რეკომენდაციასთან და მის განხორციელების გზასთან დაკავშირებული განხილვა, მეორე მიზეზი კი არის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ჩვენს პროექტებთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის მხარდაჭერით. ეს ეხება მდგრადობას, დაკავშირებულობას, ციფრულ და მწვანე ეკონომიკას. ყველა ეს საკიტხი განიხილება დღეს და ხვალ. ძალიან დატვირთული პროგრამა გვაქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევით. ჩვენა სევე, შევხვდებით პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, გვექნება შეხვედრები პარლამენტში ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის კანცელარიაში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც ოლივერ ვარჰეი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად  კონკრეტულ გზავნილებს და რეკომენდაციებს გააჟღერებენ. 

მსგავსი სიახლეები