რატომ ესხმის თავს ,,ოცნება" დასავლელ პარტნიორებს? - ოპოზიცია პრემიერს პარლამენტში იბარებს
რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებად? რატომ ესხმის თავს ,,ოცნება" დასავლელ პარტნიორებს? - ოპოზიციისთვის ამ და სხვა მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა პრემიერს მოუწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი პარასკევს საქართველოს პარლამენტშია დაბარებული. ,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, ხათუნა სამნიძის, პროგნოზით, პრემიერი სავარაუდოდ, დაგროვილ შეკითხვებზე სტანდარტულ პასუხებს გასცემს და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მიზეზად ისევ ოპოზიციას დაასახელებს.
ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვები შეეხება იმ პროპაგანდას, რაც ქვეყანაშია, ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რა ნაბიჯები გადადგა პრემიერმა, ამ საკითხებზე მოლოდინი მაქვს, რომ ღარიბაშვილი ისევ სტანდარტულ პასუხებს გაგვცემს და ხელს გაიშვერს ისევ ოპოზიციისკენ.
ეს მოლოდინი მაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ღარიბაშვილი არ მიიღებს კონკრეტულ განცხადებებს ოპოზიციონერი კოლეგებისგან, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ფაქტები, როგორ აზიანებს ,,ქართული ოცნება" ჩვენს ევროპულ გზას. ეს არის ნაბიჯები, გადაწყვეტილებები, თავდასხმის კამპანიები ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული ციტატებით, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე პრემიერმა გააჟღერა. - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე.
პრემიერთან ერთად ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრსაც იბარებს.