ვაპირებთ, გავაცნოთ ევროკომისარს ჩვენი ხედვა, როგორ უნდა შესრულდეს 12 რეკომენდაცია - სამადაშვილი

15.11.22 11:51
 ვაპირებთ,  გავაცნოთ ევროკომისარს ჩვენი ხედვა, როგორ უნდა შესრულდეს 12 რეკომენდაცია - სამადაშვილი

"ლელოს" წევრი სალომე სამდაშვილი ფიქრობს, რომ ევრკომისარ ოლივერ ვარჰეისს ვიზიტს პოლიტიკური მიზანი აქვს და ის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირეით დღეს შეფასებებს არ გააკეთებს. ამასთან, სამადაშვილის თქმით, ოპოზიცია გეგმავს ევროკომისარს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნოს. 

მე არ მგონია, რომ დღეს ევროკომისარმა რაიმე შეფასებები გააკეთოს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, იმიტომ, რომ ალბათ ის უფრო არის პოლიტიკური მიზნით ჩამოსული, მათ შორის, იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ერვოკავშირი მყარად დგას ქართველი ხალხის გვერდზე. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაცნოთ ევროკომისარს ჩვენი ხედვა, როგორ უნდა შესრულდეს ის მოთხოვნები, რაც ევროკავშირმა წაგვიყენა. ასევე, ჩვენი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი ხელისუფლების მხრიდან არ მიმდინარეობს იმგვარად, რაც უზრუნველყოფს წარმატებას, - თქვა სამადაშვილმა. 

ოლივერ ვარჰეის ვიზიტი ოფიალურად იწყება. ევროკომისარის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა.  მას ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა.  მას შემდეგ, რცა საქართველომ კითხვარი მიიღო, ეს ევროპელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია საქრთველოში.

ოლივრ ვარჰეი პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს. საქართველოს პრემიერს ევოკომისართან პირისპირ შეხვედრის დროს პასუხების გაცემა მძიმე კითხვებზე მოუწევს: რატომ ასრულებს ხელისუფლება პირობებს ფასადურად,  რატომ ჰყავს ქვეყნას პოლიტიკური პატიმრები და რატომ  არ აპირებს "ოცნება" ივანიშვილს არაფორმალურ გავლენებზე უარის თქმა.

 

მსგავსი სიახლეები