სავარძელი თვითმიზანი არ არის - თალაკვაძის პირველი განცხადება გადადგომის შემდეგ
არჩილ თალაკვაძის პირველი განცხადება გადადგომის შემდეგ - "ჩემი ადგილი დარბაზშია"- აცხადებს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე.
"სავარძელი არ არის ,,ქართული ოცნების" გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი" - ირწმუნება თალაკვაძე.
ახლა მიმაჩნია, რომ პარლამენტშია კონკურენტუნარიანი ოპოზიცია, ჩემი ადგილი არის დარბაზში ჩემს კოლეგებთან და არა სპიკერის პოზიციაზე" - განაცხადა მან მედიასთან.
თალაკვაძემ ახალი მისია დაისახა და თქვა, რომ ოპოზიციას უნდა აჩვენოს " რას ნიშნავს რეალური დემოკრატია".
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კახა კუჭავას განათლებული ადამიანი უწოდა, პარლამენტს კი - წარმომადგენლობითი:
პარლამენტს სჯობს, გაუძღვეს ადამიანი, რომელიც არ იყო პირდაპირი მხარე ამ მოლაპარაკებებში" - ამბობს თალაკვაძე.