საქართველოს წინსვლას არა ევროპარლამენტი, არამედ ევროკომისარი აფასებს - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე საქართელოშ ევრკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ საქართელოს წინსვლას სწორედ ის აფასებს და არა ევროპარლამენტი. ამასთან, შალვა პაპუაშვილი თავს ისევ ოპოზიციას ესხმის. მისი თქმით, ერთადერთი შენიშვნა, რომელიც შეიძლება ევროპელ მარალჩინოსანს ჰქონდეს, ოპოზიციის რადიკალიზმი და სამუშაო პროცესში მონაწილეობაზე უარია.
ერთადერთი ზგავნილი, რაც შეიძლება არსებობდეს, არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილი არის რადიკალურში გადასული და არ მონაწილეობს პროცესში, რომელის მიმდინარეობს პარლამენტში 12 პუნქტთან დაკავშირებით. მემგონი, ეს არის ერთადერთი კრიტიკა, რომელიც დრესდღეისობით არსებობს. რაც შეეხება კომისარის ვიზიტს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩვენ პარლამენტში გვექნება, მათ შორის, ოპოზიციასთან შევხვდები მე მას და გვექნება საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს პარლამენტი იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს მისგან როგორია მისი ხედვა იმ გრაფიკთან დაკავშირებით როდესაც ჩვენ მოველით, რომ ევრკომისიამ შეაფასოს ჩვენი წინსვლა ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. საქართველოს წინსვლას აფასებს არა ევროპარლამენტი, არამედ ევროკომისია და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაცნობიეროთ. ამიტომ, ჩვენ ევროპარლამენტში გვექნება პოლიტიკური შეფასებები, განცხადებები, - ამბობს პაპუაშვილი.
ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და ქვეყნის პრემიერ-მინიტრის შეხვედრა მტავრობის კანცელარიაში რამდემინე წუთში დაიწყება. პირისპირ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მიერ პირობების შესრულებას შეეხება. სუაბარი, დახურულ კარს მიღმა, სავარაუდოდ, მძიმე იქნება. ზუსტად 2 საათზე კი პრემიერის და ევროკომისარის ბიფინგია დანოსებული.