არჩევნები წყნარად უნდა ჩატარდეს, ისე უნდა გამოვიდეთ პროცესიდან, რომ პარტიამ მინიმალური ზიანი მიიღოს - რომან გოცირიძე

15.11.22 13:44
არჩევნები წყნარად უნდა ჩატარდეს, ისე უნდა გამოვიდეთ პროცესიდან, რომ პარტიამ მინიმალური ზიანი მიიღოს - რომან გოცირიძე

რას შეუწყობს ხელს ,,ენმ"-ს თავმჯდომარის ახალი არჩევნები? ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, თვლის, რომ ბოლო პერიოდში პარტია ძალიან დაზარალდა და აუცილებელია, ისე გამოვიდეს პროცესიდან, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს.

ყველაფერი მიდის არჩევნებისკენ და მშვიდად, წყნარად უნდა ჩატარდეს არჩევნები. ისე უნდა გამოვიდეთ პროცესიდან, რომ პარტიამ მინიმალური ზიანი მიიღოს. რომ დაზიანდა პარტია, ფაქტია. 

არ იქნება გულწრფელი განცხადება, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რათა გავძლიერდეთ. 

ფაქტია, მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს ის პროცესები, მიაჩნია არადროულად, მაგრამ არ უნდა, ასოცირებული იყოს რომელიმე მხარესთან, ბიბლიოთეკა ფაქტობრივად ნიშნავდა მის ჩართვას. 

არ არის სასურველი ის პროცესები, რაც პარტიაში ხდება - განაცხადა რომან გოცირიძემ

რას ცვლის სააკაშვილის პოზიცია ,,ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებულ განხეთქილებაში? მესამე პრეზიდენტის იმ გზავნილებით, რაც კლინიკიდან კობა ნაყოფიამ და გიული ალასანიამ გამოიტანეს, დადასტურდა, რომ ის მიმდინარე პროცესებში არ ერევა - ამბობს ენმ-ს წევრების ნაწილი.

წინასწარი ინფორმაციით, ხმის მიცემის შესაძლებლობა პარტიის წევრებს დეკემბრის შუა რიცხვებში ექნებათ.

მსგავსი სიახლეები