ოლიგარქების სილუეტები ოპოზიციაშია, ივანიშვილს ქველმოქმედებით აქვს მოპოვებული ვეებერთელა რეპუტაცია - სარჯველაძე
საკანონმდებლო ორგანოში, ამ წუთებში, „ოცნების“ დეპუტატები ევროპარლამენტარებს დეოლიგარქიზაციის კანონის მისაღებად ემზადებიან.
საპარლამენტო უმრავლესობა ყველა ძალით ცდილობს აღნიშნული კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხოს.
მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოლიგარქების სილუეტები სწორედ ოპოზიციის მხარეს ფიქსირდება, ხოლო ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებით აქვს მოპოვებული ვეებერთელა რეპუტაცია.
„სინამდვილეში ოპოზიციამ ვერაფერი მოიფიქრა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც სრულიად კეთილსინდისიერად, მათ შორის ვეებერთელა ქველმოქმედებით აქვს მოპოვებული უზარმაზარი რეპუტაცია და არა ოლიგარქობით. სწორედ ოპოზიციის ამ მეცადინეობით მოხდა ე.წ. 12 წინაპირობის ფარგლებში დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტიც. ოპოზიცია, ძალიან კარგად, ცხადად ხვდება, რომ ოლიგარქობის მსურველთა რიგი, ნამდვილი ოლიგარქების სილუეტიები, მხოლოდ მათ მხარეს, მათ ზურგს უკან ფიქსირდება და არა ხელისუფლებისა“. - ამბობს სარჯველაძე.