საზოგადოება კარგად ხედავს იმ მკაცრ პოზიციას, რაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებს გააჩნიათ - აკო მინაშვილი

15.11.22 13:33
საზოგადოება კარგად ხედავს იმ მკაცრ პოზიციას, რაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებს გააჩნიათ - აკო მინაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკო მინაშვილი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება დასავლელი პარტნიორების მკაცრ პოზიციას კარგად ხედავს. ამასთან, პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ევრკომისიის 12 პუნქტის შესრულება არ სურს, რადგან ეს დემოკრატიის პირობებში ოლიგარქიული ხელისუფლების ადგილი აღარ იქნება. 

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს იმ მკაცრ პოზიციას, რაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებს გააჩნიათ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და გამომდინარე იქიდან, რომ დიახ, ხელისუფლება არ ასრულებს იმ 12 რეკომენდაციას, რომელიც გაწერელია ევროკომისიის დოკუმენტში. არადა, ეს არის საგზაო რუკა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ გახდეს ევროკავშირის წევრი. ამ რეკომენდაციების შესრულება ნიშნავს მათთვის ხელისუფლებსი დაკარგვას, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დამყარდება დემოკრატია და დემოკრატიის პირობებში ასეთ ოლიგარქიულ ხელისუფლებას პოლიტიკური არსებობის შანსი არ გააჩნია, - ამბობს აკო მინაშვილი. 

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და ქვეყნის პრემიერ-მინიტრის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში რამდემინე წუთში დაიწყება.  პირისპირ  შეხვედრაზე საუბარი  საქართველოს მიერ პირობების შესრულებას შეეხება.  სუაბარი, დახურულ კარს მიღმა, სავარაუდოდ,  მძიმე იქნება. ზუსტად 2 საათზე კი პრემიერის და ევროკომისარის ბიფინგია დანოსებული. 

მსგავსი სიახლეები